„საქართველოს ბანკი": ვაგრძელებთ სანქციების მოთხოვნების დაცვას

საქართველოში ერთ-ერთი დიდი კომერციული ბანკი - "საქართველოს ბანკი" აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, აშშ-ის, ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების შესაბამისობაში რჩებიან. ბანკმა მცირე კომენტარი "რადიო თავისუფლებასთან" გააკეთა.

„ჩვენ ვიცავთ და გავაგრძელებთ აშშ, ევროკავშირის და გაერთიანებული სამეფოს სანქციებთან დაკავშირებული მოთხოვნების დაცვას", - აცხადებენ "საქართველოს ბანკში."


საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც ბანკმა შეიმუშავა და აამოქმედა ცვლილება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში, რის შედეგადაც აშშ-ის მიერ სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება აღარ შეეზღუდება.